12:00:19     10-01-2018
მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის უშიშროების სამმართველოში დაკითხვაზეა დაბარებული
ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის უშიშროების სამსახურის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.
„სააკაშვილმა უწყება მიიღო. 10 იანვარს, 11:00 საათზე ის კიევში, უკრაინის უშიშროების სამსახურის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე უნდა მივიდეს“, - განაცხადა ჩერნოლუცკიმ.
საქმე ეხება 2017 წლის 17 დეკემბერს, კიევში, ოქტომბრის სასახლესთან განვითარებულ ამბებს, რომლებთან დაკავშირებითაც სააკაშვილი მოწმის სტატუსითაა დაბარებული.
0