17:46:31     09-01-2018
ირაკლი კობახიძე მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილი დეპუტატის, ფილოსოფოს მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, ცნობილი ფილოსოფოსის, მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო. მიხეილ ნანეიშვილმა თავისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობით, ჩვენი ქვეყნის ახლად მოპოვებული დამოუკიდებლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ ბატონ მიხეილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
0