გია ვოლსკი: ანა დოლიძე ხშირად პრეზიდენტის პოზიციიდან საუბრობდა ​ გია ვოლსკი: ანა დოლიძე ხშირად პრეზიდენტის პოზიციიდან საუბრობდა ​ />


  15:35:34     09-01-2018

გია ვოლსკი: ანა დოლიძე ხშირად პრეზიდენტის პოზიციიდან საუბრობდა ​

a75068.jpg

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და ანა ნაცვლიშვილს შორის თანამშრომლობა შედგება.

გია ვოლსკის თქმით, ანა ნაცვლიშვილსა და უმრავლესობას შორის კონსტრუქციული თანამშრომლობა საპარლამენტო მდივნის მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე იქნება დამოკიდებული.

გია ვოლსკიმ საპარლამენტო მდივნად ანა დოლიძის მუშაობის შეფასებისას, "პრესა.ჯი"-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის ხშირად პრეზიდენტის პოზიციიდან საუბრობდა.

„ჩვენი კომუნიკაცია, ხშირად რაღაც სხვადასხვა პოზიციაზე დგომაა. განპირობებული იყო იმ განცხადებებით, იმ ცოტა არ იყოს, აგრესიული დამოკიდებულებით, რაც თუნდაც, ანა დოლიძემ ბოლო გამოსვლის დროს პარლამენტში გამოამჟღავნა და თითქოს პრეზიდენტის პოზიციიდან საუბრობდა და არა, როგორც საპარლამენტო მდივანი,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პრეზიდენტმა საპარლამენტო მდივნად ანა დოლიძის შემცვლელად ანა ნაცვლიშვილი წარადგინა.

ანა დოლიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად განაგრძობს მუშაობას. 0

ავტორი: