დეპუტატები ოთარ აბესაძეს თავდებში უდგებიან - "შეცდომა არ უნდა გახდეს ახალგაზრდის სიცოცხლის დასასრული" დეპუტატები ოთარ აბესაძეს თავდებში უდგებიან - "შეცდომა არ უნდა გახდეს ახალგაზრდის სიცოცხლის დასასრული" /> "/> " />


  13:50:38     09-01-2018

დეპუტატები ოთარ აბესაძეს თავდებში უდგებიან - "შეცდომა არ უნდა გახდეს ახალგაზრდის სიცოცხლის დასასრული"

a75066.jpg

მმართველი გუნდის რამდენიმე წევრი თბილისის მერიის ყოფილ თანამშრომელს ოთარ აბესაძეს თავდებში უდგება.

"მე ვიცი, რომ უმრავლესობაში არის ბევრი დეპუტატი, რომელიც გამოთქვამს წუხილს ამ საქმეზე. თავდებობის კონკრეტული მიზეზი არის ის, რომ ახალგაზრდა კაცის საბედისწერო შეცდომა არ იქცეს მისი სიცოცხლის დასასრული. მე მას ვიცნობ, გვქონდა შეხვედრები წინასაარჩევნოდ," - განაცხადა დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ. 

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე დღეს კლინიკაში გადაიყვანეს.

ქრთამის აღების ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა, ხოლო ბრალი 13 ივლისს წაუყენა. 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აბესაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფეს მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი - 3 000 აშშ დოლარი - მოითხოვა. 0

ავტორი: