12:07:06     09-01-2018
პრეზიდენტი საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურას წარადგენს

წინასწარი ინფორმაციით, დღეს საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილს წარადგენს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საპარლამენტო მდივნის წარდგენა დღეს, 15:00 საათზე გაიმართება.
საპარლამენტო მდივნის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც საქართველოს პრეზიდენტმა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა.
ანა ნაცვლიშვილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. ანა ნაცლიშვილი პროფესიით იურისტია. მას ესექსის უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში. ანა ნაცვლიშვილს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მანდატით საპარლამენტო მდივნად მუშაობის გამოცდილება აქვს.
0