"ოთო აბესაძეს დახურული სივრცის შიში გამწვავებულ ფაზაში აქვს" "ოთო აბესაძეს დახურული სივრცის შიში გამწვავებულ ფაზაში აქვს" /> "/> " />


  10:38:08     09-01-2018

"ოთო აბესაძეს დახურული სივრცის შიში გამწვავებულ ფაზაში აქვს"

a75046.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. 

სააგენტო  „ჯი-ეიჩ-ენს“ აბესაძის ადვოკატის, ნონა ფილაურის განცხადებას ავრცელებს.

 „ორი მოწმე დაიკითხა, ისინი მერიის სამსახურის სპეციალისტები არიან. სწორედ მათ მიიღეს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით განცხადება. აბესაძეს სწორედ ამ ნებართვის გაცემის გამო ედვებიან თანხის აღებას. ამ პეციალისტებმა ცალსახად განაცხადეს რომ მათთან კომუნიკიაციაში არც ოთარ აბესაძე და არც სხვა ვინმე შესულა, რომ ამ განცხადებასთან დაკავშირებით, დადებითი პასუხი გაეცათ. არსად არ იკვეთება, რომ დოკუმენტი ქრთამის სანაცვლოდ მომზადდა. საქმე რასთან გვაქვს, ვერ გავიგე“, - განაცხადა ფილაურმა.

როგორც ის აღნიშნავს, აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.   

„დახურული სივრცის შიში ისევ აქვს, ეს გამწავებულ ფაზაშია შესული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური გაუარესება მიმდინარეობს, თუმცა, ეს მოსამართლეს პოზიციას არ აცვლევინებს. მართლმსაჯულების აღსრულებას აღკვეთის ღონისძების, პატიმრობის შეცვლა ხელს არ უშლის. ოთარ აბესაძე გლდანის მე-8 დაწესებულებიდან ივლის სასამართლოში, თუ სახლიდან, მნიშვნელობა ხომ არ აქვს. მოსამართლის განმარტება, თითქოს ის მოწმეებზე ზეწოლას მოახდენს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის პრეცედენტი უნდა არსებობდეს, რომ აბესაძემ ვინმეს დაურეკა, ან ვინმეს ოჯახის წევრი მიუგზავნა“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ აბესაძე გასული წლის 12 ივნისს, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. აბესაძის გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო. მას თავდებში საზოგადოებაში ცნობილი სახეები და პოლიტიკოსები უდგებიან.   0

ავტორი: