13:04:14     24-05-2011
ბობ დილანი 70 წლისაა
დღეს, 24 მაისს, ბობ დილანს 70 წელი შეუსრულდა. მომღერალი, კომპოზიტორი, პოეტი და წიგნის ავტორი ბობ დილანი რუსეთიდან ევროპაში წასული ემიგრანტების შვილიშვილია. იგი დაიბადა 1941 წლის 24 მაისს ქალაქ დულუთაში (მინესოტას შტატი). 1947 წელს ბობის ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა სხვა პატარა ქალაქ ჰიბინგში.
დაახლოებით 10 წლის რობერტმა დაიწყო ლექსების წერა და ამავე დროს გიტარაზე და ფორტეპიანოზე დაკვრა. მასზე გავლენა მოახდინა ელვის პრესლიმ, ჯერი ლი ლიუისმა და ადრეული როკენროლის სხვა ვარსკვლავებმა, რის შედეგადაც, რობერტმა დაიწყო თავისი პირველი სამოყვარულო ჯგუფების შექმნა.
1961 წლის ბოლოსთვის დილანის სახელი თანდათან სცდება ფოლკ-შემსრულებელთა ვიწრო წრის ფარგლებს. კრიტიკოსმა რობერტ შელტონმა, რომელიც დაესწრო ერთ-ერთ საღამოს და მოისმინა ბობის გამოსვლა, „ნიუ-იორკ თაიმსში“ დაბეჭდა სტატია, სადაც წერს, რომ იგი “მოხიბლულია ბობის ნიჭით”. ერთი თვის შემდეგ “Columbia records”-ი დილანთან აფორმებს კონტრაქტს და ბობი იწყებს თავისი პირველი ალბომის მზადებას, რის შემდეგაც დაიწყო დიდი მუსიკოსის თავბრუდამხვევი კარიერა.
2000 წლის სექტემბერში რომის პაპის, იოანე პავლე II თხოვნით, ბობმა კონცერტი გამართა რომში. დეკემბერში კი დილანი გახდა ერთ-ერთი იმ 5 ადამიანიდან, რომელთაც წილად ხვდათ ყველაზე გამორჩეული ჯილდო – კენედის ცენტრის ჯილდო, რომელსაც ამერიკაში ანიჭებენ საუკეთესო საშემსრულებლო საქმიანობისთვის.
0