13:52:21     08-01-2018
უნგრეთის პრემიერი: მუსლიმი ლტოლვილები დამპყრობლები არიან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპაში ჩასული ლტოლვილები სინამდვილეში მუსლიმი დამპყრობლები არიან და უნგრეთი მომავალში მიგრანტების მიღებას არ აპირებს.
„ჩვენ არ მივიჩნევთ ამ ხალხს მუსლიმ ლტოლვილებად. ჩვენ მათ დამპყრობლებად მივიჩნევთ. ჩვენ არ ვაპირებთ მათ მიღებას და მოვუწოდებთ ევროკავშირს, ჩვენს გადაწყვეტილებას პატივი სცეს,“-აღნიშნა ორბანმა.
0