13:01:52     08-01-2018
ოქროს გლობუსის დაჯილდოების რიგით 75-ე ცერემონია გაიმართა
ბევერლი ჰილსში ოქროს გლობუსის დაჯილდოების რიგით 75-ე ცერემონია გაიმართა.
მსახიობები სექსიზმის, ბულინგისა და სექსუალური შევიწროების გასაპროტესტებლად, წითელ ხალიჩაზე შავი ტანისამოსით მივიდნენ.შოუს ფავორიტი ფილმი „სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე“ გახდა, რომელმაც საერთო ჯამში, 4 ქანდაკება მოიპოვა.
სურათის მთავარი როლის შემსრულებელი ფრენსის მაკდორმანდი კი ქალებს შორის წლის საუკეთესო მსახიობიც გახდა.
„ოქროს გლობუსის“ ცერემონიაზე საუკეთესო სატელევიზიო სერიალის ნომინაციაში „მხევლის წიგნი“ დაჯილდოვდა.
წლის საუკეთესო რეჟისორად ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ფილმ „წლის ფორმის“ ავტორი გილიერმო დელ ტორო აღიარა.
ყველაზე შთამბეჭდავი გამოსვლა ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე ოპრა უინფრის ჰქონდა, რომელიც კინემატოგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოეს. ცნობილმა ტელეწამყვანმა მიმართვის დროს სექსუალური შევიწროების თემაზე ისაუბრა, რის შემდეგაც დარბაზი მას ფეხზე წამოუდგა.
შოუს ამერიკელი კომიკოსი სეტ მაიერსი უძღვებოდა.
0