ჩეხური მოიერიშეები ერაყისათვის ჩეხური მოიერიშეები ერაყისათვის />


  12:17:29     24-05-2011

ჩეხური მოიერიშეები ერაყისათვის

a6261.jpg

ერაყი და ჩეხეთი, უახლოეს მომავალში, მოიერიშეების  Aero L-159 ALCA შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას გააფორმებენ. ამის შესახებ ერაყის პრემიერ–მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, საუბარი იქნება რამდენიმე მოიერიშის გადაცემაზე.

 

ჩეხეთი უკვე დიდი ხანია სთავაზობს ერაყს თავის მოიერიშეებს. ამის შესახებ მოლაპარაკებები გარკვეული წარმატებით და მცირე შესვენებებით მიმდინარეობს. ერაყი ბოლო დროს მნიშვნელოვან გადაიარაღებას ცდილობს. ჩეხეთი ერაყს შეიარაღების გარკვეული მოდერნიზაციის პროგრამებსაც სთავაზობს.

 

ერაყმა აშშ–სგან უკვე შეიძინა 18 მოეირიშე   F-16IQ Fighting Falcon და საკუთარი, ძლიერი ავიაცია შექმნას მაქსიმალურად მოკლე დროში აპირებს. ერაყული შეიარაღება თვეების განმავლობაში, დასავლეთის მხარდაჭერით, სულ უფრო მეტად იზრდება.

0

ავტორი: