„პარლამენტი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ გზავნილებს გაითვალისწინებს“ „პარლამენტი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ გზავნილებს გაითვალისწინებს“ />


  11:17:43     07-01-2018

„პარლამენტი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ გზავნილებს გაითვალისწინებს“

a74998.jpg

„გზავნილები, რომელიც იყო გაჟღერებული ეპისტოლეში, იქნება ჩვენთვის ყურადსაღები და გათვალისწინებული მუშაობის პროცესში“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქრისტეს შობისადმი მიძღვნილი ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, მივულოცავ მთელ საქართველოს, შობის მადლი ფარავდეს თითოეულ ჩვენგანსა და ჩვენს ოჯახებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებული გზავნილები საყურადღებოა საქართველოს პარლამენტისთვის. 

„მნიშვნელოვან საკითხებზე იყო გამახვილებული ყურადღება პატრიარქის ეპისტოლეში, მათ შორის, საუბარი იყო ისეთ საკითხებზე, რომლებზეც მუშაობს საქართველოს პარლამენტი და ეს გზავნილები, რომლებიც გაჟღერებული იყო ეპისტოლეში, ჩვენთვის არის საყურადღებო, მათ შორის, საუბარი იყო დემოგრაფიის საკითხებზე, ნარკოპოლიტიკაზე. ამ საკითხებზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და გზავნილები, რომელიც გაჟღერებული იყო ეპისტოლეში, ჩვენთვის ყურადსაღები და გათვალისწინებული იქნება მუშაობის პროცესში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ირაკლი კობახიძესთან და დეპუტატებთან ერთად, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და მთავრობის წევრები დაესწრნენ. 0

ავტორი: