12:15:42     24-05-2011
ძარცვა უკრაინულ სამხედრო ნაწილში
უკრაინის ცენტრალური რეგიონის სამხედრო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ხარკოვის თავდაცვის მრეწველობის გენერალური დირექტორის ტექნიკური კონსულტანტის წინააღმდეგ აღძრა.
როგორც უკრაინული საინფორმაციო საშუალებები უკრაინის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინებიან, კონსულტანტმა, სამხედრო მოსამსახურეების ჯგუფთან ერთად, სამხედრო ნაწილიდან საბრძოლო მასალები და დანადგარები მოიპარა, რომლის საერთო ღირებულება 711,9 ათასი გრივნაა.
დანაშაულში ეჭვმიტანილმა მიმალვა მოახერხა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ხოლო მიმალულ პირზე ძებნა ხორციელდება. 0