"შეცდომები ბევრია დაშვებული, როგორც ხელისუფლების, ასევე  პანკისის საზოგადოების მხრიდან" "შეცდომები ბევრია დაშვებული, როგორც ხელისუფლების, ასევე პანკისის საზოგადოების მხრიდან" /> "/> " />


  16:52:54     05-01-2018

"შეცდომები ბევრია დაშვებული, როგორც ხელისუფლების, ასევე პანკისის საზოგადოების მხრიდან"

a74988.jpg

"პრესა.ჯი“ პანკისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან და ტერორიზმის საფრთხეებთან დაკავშირებით, ექსპერტ  მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

-ბატონო მამუკა თქვენი აზრით, შესაძლოა თუ არა, რომ სუს-ის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრები გამოყენებული იქნეს რეალურ მტკიცებულებად?

-დიახ, ეს არის ერთი მტკიცებულება, ამით დადასტურდა, რომ მაჩალიკაშვილი იმ პიროვნებას, რომლებიც ჩატაევის გუნდის წევრებად ითვლებიან, იცნობდა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტია, რადგან დაზუსტდა ის ფაქტი, რომ გარკვეული კავშირი ჰქონდა მათთან მაჩალიკაშვილს, როგორი იყო ეს კავშირი, ამაზე საუბარი მომავლის საქმეა.

-რამდენად მაღალია  ვაჰაბიზმის და ტერორიზმის საფრთხე საქართველოში?

-ეს საფრთხეები ძალიან მნიშველოვანი ხარისხის არის, შესაძლოა ისეთი მაღალი არა, როგორც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, მაგრამ ფაქტია, რომ  ძალიან სერიოზულია.

მე მინდა ეს საფრთხე ორ ნაწილად გავყო: ერთი არის უშუალოდ ტერორისტული შეტევა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს საქართველოში განლაგებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე, ან სხვა ობიექტებზე და მეორე არის ის, რომ იდეოლოგიური ტერორი და საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანების  იდეოლოგიურად დამუშავება, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესად იქცა.

ასეთი ადამიანები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არიან, რომლებზეც ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა სოციალური ქსელების  და შესაბამისი ლიტერატურის მეშვეობით, რომელიც დიდი რაოდენობით შემოდის საქართველოში.

ხშირ შემთხვევაში საქმეში ჩაუხედავი ადამიანი ვერ არკვევენ,  რა არის საქართველოსთვის დამახასიათებელი კლასიკური სუფიური, შიიტური ან სალაფიური ისლამის  კუთნილი ლიტერატურა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია, რომელსაც მცოდნე ადამიანები გადასარევად იყენებენ ადგილობრივი ახალგაზრდობის მოსაზიდად.

ყველაფერი ეს აჩენს იმას, რომ მზადდება გარკვეული ბაზა მომავალი საქმიანობისთვის სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების მიერ, რომლებიც პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ, ამიტომ ვიყენებთ ტერმინს „პოლიტიკური ისლამი“.

-როგორ უნდა მოხდეს ქისტების ინტეგრაცია?

-ქისტების ინტეგრაცია არის აბსოლუტურად სრულყოფილი პროცესი, მათ არავითარი განსაკუთრებული ინტეგრაცია არ სჭირდებათ, ამ ეთნოსის წარმომადგენლები ერთ-ერთი ყველაზე ინტეგრირებულები არიან ქართველ ებრაელებთან ერთად ჩვენს ქვეყანაში.

ქისტები არიან უაღრესად საინტერესო ეთნიკური ჯგუფი, ეთნოკულტურით და ცხოვრების წესით, უბრალოდ ისინი წლების განმავლობაში უპატრონოდ იყვნენ მიტოვებულები, საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღება მათ მიმართ იყო მინიმალური ან უარყოფითი, ისინი ყველა უბედურების სათავედ ითვლებიან. სინამდვილეში ეს ასე არ არის, ის პრობლემები, რომლებიც მათ კუთხეში გაჩნდა, ხშირ შემთხვევაში ხელოვნურად არის შექმნილი.

ობიექტურობის გამო ისიც უნდა ითქვას, რომ ხეობაში ძალიან სერიოზული პროცესები მოხდა ბოლო წლების განმავლობაში, ახალგაზრდობის ერთი ნაწილი მოექცა ვაჰაბიტური იდეოლოგიის გავლენის ქვეშ, რამაც  გარკვეული ნაპრალი გააჩინა საზოგადოებებს შორის.

-თქვენი აზრით, ვინ არიან რეალური დამნაშავეები ბოლო დროს პანკისში განვითარებული მოვლენების გამო, როგორ უნდა ემოქმედა ხელისუფლებას?

-შეცდომები ბევრია დაშვებული, როგორც ხელისუფლების, ასევე  პანკისის საზოგადოების მხრიდან, ამ უბედურების მკურნალობა ასე მარტივი არ არის, მაგრამ ხელისუფლებას შეუძლია ბევრად უფრო აქტიური იყოს ამ რეგიონში, ბოლო წლებში ეს აქტიურობა ჩანს, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი ახალგაზრდების ადაპტაციის თვალსაზრისით. ისინი სკოლის დამთავრების შემდეგ, ხშირ შემთხევაში უსაქმოდ რჩებიან, ამიტომ საჭიროა მათი დასაქმება.

ტესტური იდეოლოგიური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ხელი უნდა შეეწყოთ ტრადიციული ისლამის წამომადგენლებს, თუმცა ყველა რეცეპტის გამჟღავნება ამ შემთხევაში  სწორი არ იქნება. 0

ავტორი: