არჩილ თალაკვაძე: საქართველოს გაზმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნება არჩილ თალაკვაძე: საქართველოს გაზმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნება />


  15:26:57     05-01-2018

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს გაზმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნება

a74979.jpg

„თვეების წინ ამბობდნენ, რატომ ვყიდულობთ გაზს რუსეთისგან, დღეს თქვეს, რატომ არ ვყიდულობთ გაზს რუსეთისგან. ეს არის არათანმიმდევრული განცხადებები და ერთმანეთთან მოდის წინააღმდეგობაში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ "გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

„გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის მხრიდან მწვავე განცხადების საფუძველი გახდა. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობის განცხადება იმის შესახებ, რომ გაზის შესყიდვა რუსეთისგან არ მოხდება, არის საგანგაშო.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს გაზმომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნება.
„ეს არის ის პოლიტიკური ძალა რეალურად, რომელსაც ყოველ კვირა საკუთარი განცხადებები ეცვლება და ლაპარაკობს, მხოლოდ და მხოლოდ იმას, რაც იმ მომენტში მას აწყობს,“ - აცხადებს თალაკვაძე.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა უმრავლესობის წევრებს შეახსენეს, რომ „გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმების დროს, ისინი მოსახლეობას იაფ გაზს ჰპირდებოდნენ. 

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, "გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულებით ქვეყანამ დაახლოებით 80 მილიონი ლარით იზარალა. 0

ავტორი: