12:15:01     24-05-2011
პაკისტანელი თალიბები გააქტიურდნენ
პაკისტანელმა სამხედროებმა თალიბების მიერ მიტაცებულ სამხედრო ბაზაზე კონტროლი დაიბრუნეს. ბრძოლები 16 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ექვსმა მებრძოლმა ბაზა კვირას საღამოს აიღო, უსამა ბენ–ლადენის მოკვლისათვის შურის საძიებლად.
ბაზაზე თავმდამსხმელთა ასაკი 20–დან 25 წლამდეა. ისინი სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე კიბის საშუალებით მოხვდნენ, რომელიც მესერზე მიამაგრეს. შემდეგ კი თავდასხმისთვის ავტომატები და ყუმბარები გამოიყენეს. აღსანიშნავია, რომ „მასრურის“ ბაზა ერთ–ერთი ყველაზე მსხვილია პაკისტანში და იქ ბირთვული იარაღიც ინახება.
თავდასხმის შედეგად, ათი ჯარისკაცი მოკლულ იქნა, ხოლო ოცი დაიჭრა. პაკისტანელი თალიბები გამოტყდნენ, რომ ისინი სამხედრო ბაზას ბენ ლადენის სიკვდილის გამო დაესხნენ თავს. ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ ერთიანები ძლიერები ვართ – განაცხადეს მათ. ნომერ პირველი ტერორისტის სიკვდილის შემდეგ, თავდასხმები სამხედრო ბაზებზე პაკისტანში მომრავლდა.
0