13:51:58     05-01-2018
არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილზე: ეს არის სამართლებრივი დევნა

„ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს დაარქვას პოლიტიკური დევნა, მაგრამ ამის მხოლოდ თვითონ სჯერა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე შეფასებით, სინამდვილეში ეს არის სამართლებრივი დევნა და არა პოლიტიკური.
„შესაბამისად, გადაწყვეტილებაც არის დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ მიღებული. ჩვენთვის ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს სამართლებრივი საკითხია და პროცესი სამართლებრივ ჭრილში წარიმართება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქმე ეხება 179 პატიმრის შეწყალებას, რომელთა შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები იყვნენ.
0