პოლიტიკური დევნა თუ სამართლებრივი აქტი - პარლამენტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური დევნა თუ სამართლებრივი აქტი - პარლამენტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე />


  13:40:05     05-01-2018

პოლიტიკური დევნა თუ სამართლებრივი აქტი - პარლამენტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე

a74970.jpg

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური შეფასებები პარლამენტშიც გაკეთდა. 

საპარლამენტო ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ შეწყალების გამოყენების თაობაზე ამ დრომდე მსოფლიოს არცერთი პრეზიდენტი არ გასამართლებულა.

„მეორე ისტორიული სამარცხვინო ლაქა და ასევე, ერთი ურთმელიძე გაჩნდა საქართველოში ამ უნამუსო მოსამართლის სახით. პირდაპირ არის ეს იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრ სერგო რატიანის შეფასებით, სამართლებრივად აბსურდული გადაწყვეტილება გამოიტანა მოსამართლემ.
"ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და სამართლებრივად ამას არაფერი წინ არ უძღოდა, მითუმეტეს, რომ 4-5 წლის განმავლობაში ეს საქმე გადადებული ჰქონდათ, როგორც სუსტი საქმე და როცა დასჭირდათ პოლიტიკურად, მაშინ გამოიყენეს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელების პოზიციას არ იზიარებს, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ შეწყალების უფლება პრეზიდენტის კონსტიტუციით მინიჭებული აბსოლუტური უფლებაა.

"შეწყალების აქტზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც არის საუბარი და ეს არ არის აბსოლუტური უფლება, რაც კონსტიტუციით არსებობს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას გააკეთა.

„სასამართლოს კონკრეტული მტკიცებულებები ეყრდნობოდა ამ გადაწყვეტილების მიზანს. სააკაშვილი პოლიტიკური ფიგურა იყო და მისი ნებისმიერი დაცვის არგუმენტი, ბუნებრივია, იქნება ამ შინაარსით შემოსაზღვრული. ასე, რომ როდესაც სასამართლო მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას, უნდა ვნახოთ სასამართლო გადაწყვეტილებაში რა წერია,“ - აცხადებს ეკა ბესელია.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავას განცხადებით, ის საქმის დეტალებს არ იცნობს.
"პოლიტიკური დევნა ეს არ არის. არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე და ამ სისხლის სამართლის საქმეზე მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება. არსებობს სამართლებრივი მექანიზმები იმისთვის, რომ გაასაჩივრო გადაწყვეტილება,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქმე ეხება 179 პატიმრის შეწყალებას, რომელთა შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები იყვნენ. 0

ავტორი: