"სუს-ის მიერ გამოქვეყნებული შუალედური ინფორმაცია არის ამ ეტაპზე დასმული კითხვების პასუხი" "სუს-ის მიერ გამოქვეყნებული შუალედური ინფორმაცია არის ამ ეტაპზე დასმული კითხვების პასუხი" /> "/> " />


  12:43:48     05-01-2018

"სუს-ის მიერ გამოქვეყნებული შუალედური ინფორმაცია არის ამ ეტაპზე დასმული კითხვების პასუხი"

a74966.jpg

გუშინ სუს-ის მიერ გამოქვეყნებული შუალედური ინფორმაცია არის სწორედ ამ ეტაპზე დასმული კითხვების პასუხი.

ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  ეკა ბესელიამ  ტერორიზმის საქმეზე სუს-ის მიერ გასაჯაროვებული ვიდეომასალის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ეკა ბესელიას განცხადებით, რა ფაქტებიც ჩაითვალა საჭიროდ, რომელიც შესაძლებელია მიწოდებული იყოს საზოგადოებისთვის, ეს ინფორმაცია გახდა საჯარო.

"ამ შუალედური ინფორმაციით ჩანს კავშირები იმ პირებთან, რომლებიც სპეცოპერაციასთან იყვნენ დაკავშირებულები, რომელიც თბილისში ჩატარდა. ბუნებრივია, ტერორისტული დანაშაულებები არის ყველაზე რთული და დღეს ყველაზე მთავარი გამოწვევა ყველა ქვეყნისთვის. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები უნდა მუშაობდნენ გამართულად და ქვეყნის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს დაცვის ყველა მექანიზმი და ბერკეტი, მაშინ ამ სამსახურებსაც უნდა მივცეთ შესაძლებლობა მათ იმუშაონ და ჰქონდეთ შესაბამისი სამართლებრივი თუ პოლიტიკური გარანტიები იმისთვის, რომ ამ უსერიოზულეს გამოწვევებს უპასუხონ. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, როდესაც კითხვები ისმევა, ამის დასმის უფლება აქვს ყველას, თუ ის არ ემსახურება ჩვენი სამსახურების იმიჯის შელახვას და დისკრედიტაციას. კითხვებზე პასუხებიც არსებობს, ეს შუალედური ინფორმაცია არის სწორედ ამ ეტაპზე დასმული კითხვების პასუხი", - განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება ნდობის ჯგუფის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის მისვლას, ეკა ბესელიას თქმით, წინა შეხვედრის დროს იყო საუბარი არა მხოლოდ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, არამედ შესაძლო კავშირებზეც, რომელიც ჰქონდათ იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ სპეცოპერაციის დროს და "ეს ინფორმაცია მეტ-ნაკლებად ჰქონდა ნდობის ჯგუფის წევრებსაც".

"თუ საჭიროდ ჩავთვლით, რომ რაიმე ისეთი ახალია, მნიშვნელოვანია, რომელიც უნდა იცოდნენ ნდობის ჯგუფის წევრებმაც, ჩვენ გვაქვს ისეთი კომუნიკაცია, რომ არანაირი პრობლემა არც მოსვლის და არ ამ ინფორმაციის მიღების სუს-ის უფროსის მხრიდან ნდობის ჯგუფს არ აქვს", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 0

ავტორი: