რეკორდული ყინვები აშშ-ში- უამინდობას 11 ადამიანი ემსხვერპლა. რეკორდული ყინვები აშშ-ში- უამინდობას 11 ადამიანი ემსხვერპლა. />


  17:16:03     04-01-2018

რეკორდული ყინვები აშშ-ში- უამინდობას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

a74934.jpg

აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროს „ბომბი-ციკლონი" უტევს.


არქტიკულ შტორმს, რომელიც შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს უტევს, "ბომბი-ციკლონი" შეარქვეს. ფლორიდიდან ნიუ-იორკამდე კვლავ რეკორდული ყინვებია.
[I=1]
ყინვას ემატება ქარბუქიც. ბოლო მონაცემით უამინდობას 11 ადამიანი ემსხვერპლა. გაიყინა მდინარეები, შადრევნები და ღია აუზები. ცნობილი ხდება, რომ ტბებსა და მდინარეებში თევზებიც იყინებიან.

უკვე რამდენიმე დღეა ნაწილობრივ ყინულით დაიფარა ტურისტებში პოპულარული ნიაგარის ჩანჩქერიც. სინოპტიკოსების ცნობით, არქტიკული შტორმი ამ დროისთვის ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მიემართება.
[I=2]

ამერიკის ზოგიერთ რეიონგში ტემპერატურა ღამე -28 გრადუსზე უფრო ქვემოთ ჩამოდის. არქტიკული ყინვებს პოლიციის ცნობით 83 წლის მოხუცი ემსხვერპლა.

ნიუ-იორკის სკოლები დიდთოვლობის გამო დროებით დაიკეტა. უამინდობის გამო ქალაქის კომუნალური სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ქალაქის ქუჩებს 1500 ერთეული თოვლის საწმენდი ტექნიკა წმენდს. აღსანიშნავია, რომ ფლორიდაში კი ბოლო 29 წლის განმავლობაში პირველად გათოვდა. 0

ავტორი: