14:04:37     04-01-2018
ისრაელის პარლამენტმა ტერორიზმში ბრალდებულების სიკვდილით დასჯას მხარი დაუჭირა
ისრაელის პარლამენტმა ტერორიზმში ბრალდებულების სიკვდილით დასჯას მხარი დაუჭირა.
ახალი რეგულაციის მიხედვით, ტერაქტის შემსრულებლის სიკვდილით დასჯისთვის საკმარისი იქნება ტრიბუნალის სამი მოსამართლიდან ორის თანხმობა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონის გაუქმება მხოლოდ ისრაელის უზენაესს სასამართლოს შეუძლია.როგორც ქნესეთის ვებ გვერდზეა ნათქვამი, შესაბამის ცვლილებას მხარი 52 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 49. ახალი კანონის მიხედვით, ტერორიზმში ბრალდებულის სიკვდილის დასჯისთვის სასამართლო ტრიბუნალის სამი მოსამართლიდან ორის თანხმობა საკმარისი იქნება.
კანონპროექტს მხარს უჭერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ტერორისტები სამხედრო დამნაშავეები არიან. მისი თქმით, ტერაქტის შემსრულებლები „კანონის მთელი სიმკაცრით“ უნდა დაისაჯონ.
ევროკავშირმა სიკვდილით დასჯის შესახებ მიღებული კანონის გამო ისარელი გაააკრიტიკა.ისრაელის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის გაუქმება მხოლოდ ისრაელის უზენაესს სასამართლოს შეუძლია.
0