მექა ხანგოშვილი საჯარო მოხელეებს მიმართავს, პანკისის ხეობისთვის საზიანო განცხადებები არ გააკეთონ მექა ხანგოშვილი საჯარო მოხელეებს მიმართავს, პანკისის ხეობისთვის საზიანო განცხადებები არ გააკეთონ />


  13:55:59     04-01-2018

მექა ხანგოშვილი საჯარო მოხელეებს მიმართავს, პანკისის ხეობისთვის საზიანო განცხადებები არ გააკეთონ

a74925.jpg

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი საჯარო მოხელეებს მიმართავს, ხეობისთვის საზიანო განცხადებები არ გააკეთონ. 

იგი ამ დროისთვის პანკისის ხეობაში იმყოფება და სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიას ხვდება.

მექა ხანგოშვილი კახეთის გუბერნატორისა და სუს-ის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევენ, როდესაც დაკავებულ ახალგაზრდებს გამოძიების დასრულებამდე ტერორიზმთან კავშირში ადანაშაულებენ.

იგი გამოძიების ობიექტურად ჩატარებას ითხოვს და გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ პანკისელ ახალგაზრდებს შესაძლოა ახმედ ჩატაევთან უშუალო კავშირი ჰქონოდათ.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან მაჩალიკაშვილის საქმის ძიებაში მონაწილეობას დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი მიიღებს. 0

ავტორი: