"ირანში ამჯერად პროტესტი ჩაახშეს, თუმცა, სამომავლოდ შეიძლება უარესი მოხდეს" "ირანში ამჯერად პროტესტი ჩაახშეს, თუმცა, სამომავლოდ შეიძლება უარესი მოხდეს" /> "/> " />


  13:41:58     04-01-2018

"ირანში ამჯერად პროტესტი ჩაახშეს, თუმცა, სამომავლოდ შეიძლება უარესი მოხდეს"

a74924.jpg

ირანში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებისა და მასშტაბური საპროტესტო აქციების მიზეზებსა და ვითარების სავარაუდო განვითარების თემაზე, Presa.ge-ს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ესაუბრა.

-როგორ შეაფასებდით ირანში მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს, რა იყო ის ძირითადი მიზეზი, რომელმაც ამხელა არეულობა გამოიწვია?

- იზრდება ახალგაზრდა თაობა, რომელსაც აღარ მოსწონს ძველი რეჟიმი, მათ სურთ მეტი თავისუფლება, არ უნდათ, რომ საკუთარ ქვეყანაში იყვნენ შეზღუდულები, ყველაფერი დგას ჩვეულებრივ ყოფით საკითხებზე, მათთვის უმთავრესია მეტი თავისუფლება. სწორედ ამის გამო მოხდა საპროტესტო გამოსვლები ირანში. ქვეყანაში პროტესტი ყოველთვის  შიდა პრობლემების გამო ხდება და ამაში საგარეო პოლიტიკური პროცესები არაფერ შუაშია.

-როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ქვეყანაში?

-როგორც ჩანს, პროტესტი ჩაახშეს, დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები...

აღსანიშნავია, რომ  ირანში 2009 წელს იყო მსგავსი პროტესტი, თუმცა ასეთი რთული მდგომარეობა არ ყოფილა. თუკი, ირანის მთავრობა  არ მიიღებს გარკვეულ  ზომებს, შეიძლება უარესი პროტესტი მოხდეს, რომელსაც ვეღარ ჩაახშობენ. მათ ორი გზა აქვთ:  ერთი გახლავთ ის,  რომ უფრო მეტად ჩაახშონ სიტყვის თავისუფლება, შეზღუდონ ინფორმაციის მიწოდების პროცესი,  დაბლოკონ ინტერნეტი და ა.შ.  მეორე გზა არის ის, რომ ცოტა ამოსუნთქვის საშუალება მისცენ ირანელებს. ვნახოთ, რომელს მათგანს აირჩევენ. 

- იმოქმედებს  თუ არა მომხდარი საქართველოზე და როგორ აისახება ეს პროცესი ჩვენს ქვეყნაზე?

-საქართველოსთვის მთავარია ტურისტები და ამით  ფულის მიღება, იმედია მომხდარი საქართველოში ირანელი ტურისტების ნაკადის შემცირებას  არ გამოიწვევს. სხვა მხრივ ჯერჯერობით ჩვენ არაფერი გვეხება. 0

ავტორი: