მიხეილ სააკაშვილი: გადავწყვიტე სასამართლოში ჩემი ვაჟი მომეყვანა მიხეილ სააკაშვილი: გადავწყვიტე სასამართლოში ჩემი ვაჟი მომეყვანა />


  13:13:36     03-01-2018

მიხეილ სააკაშვილი: გადავწყვიტე სასამართლოში ჩემი ვაჟი მომეყვანა

a74894.jpg

უკრაინის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში მეუღლე სანდრა რულოვსთან და უმცროს ვაჟთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად მივიდა. პროცესის დაწყებამდე მან ჟურნალისტებტან განცხადება გააკეთა.

„ამ პროცესებისგან მე უკვე გული მერევა, მაგრამ მე მაინც დავდივარ ყველა დაკითხვასა თუ სასამართლოზე. ყველა უკრაინელმა იცის, რომ ეს უსამართლობაა. ამ სასამართლოსაც როგორმე გადავიტან, მე ამაზე უარესი ამბებიც გადამიტანია.

მე გადავწყვიტე მომეყვანა აქ ჩემი ვაჟი, იმიტომ რომ ისტორიისთვის ეს ძალიან საინტერესო პრეცედენტია. როდესაც ის გაიზრდება, მას ემახსოვრება ეს პროცესი და ეცოდინება, როგორ გამოიყურებოდა საბჭოთა კავშირი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

0

ავტორი: