ნიკი ჰეილი- ირანელი ხალხი თავისუფლებას მოითხოვს, თავისუფლების მოყვარე ყველა ადამიანმა მათ მხარი უნდა დაუჭიროს ნიკი ჰეილი- ირანელი ხალხი თავისუფლებას მოითხოვს, თავისუფლების მოყვარე ყველა ადამიანმა მათ მხარი უნდა დაუჭიროს />


  12:45:23     03-01-2018

ნიკი ჰეილი- ირანელი ხალხი თავისუფლებას მოითხოვს, თავისუფლების მოყვარე ყველა ადამიანმა მათ მხარი უნდა დაუჭიროს

a74881.jpg

გაერო-ში აშშ-ის ელჩის, ნიკი ჰეილის განცხადებით, ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აშშ შეეცდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვიოს.

„ირანელი ხალხი თავისუფლებას მოითხოვს. თავისუფლების მოყვარე ყველა ადამიანმა მათ მხარი უნდა დაუჭიროს“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

როგორც გაერო-ში აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, „დიდი ხნის ჩაგრული ირანელი ხალხი დიქტატორების წინააღმდეგ აჯანყდა“.

„საერთაშორისო საზოგადოებამ თავისი როლი უნდა ითამაშოს ამაში. თავისუფლება, რომელიც გაერო-ს წესდებაშია ჩაწერილი, დღეს ირანში თავდასხმის ქვეშ არის, ამიტომაც, გაერო-მ ხმა უნდა ამოიღოს“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

თეირანში, მეშჰედში, ისპაჰანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარე ძალების წაქეზებით არის გამოწვეული.
0

ავტორი: