17:24:24     29-12-2017
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მოკავშირეებს ახალი წელი სხვადასხვა ენაზე მიულოცა
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საახალწლო მილოცვას ავრცელებს. ვიდეორგოლში, ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად, ორგანიზაციის თანამშრომლები მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს ახალ წელს სხვადასხვა ენაზე ულოცავენ.
„ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის. ერთად ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენ თვადაცვისუნარიანობას, ვებრძვით ტერორიზმს, ვთანამშრომლობთ მსოფლიოში ჩვენს პარტნიორებთან. ნატო არის 29 სახელმწიფო, რომელიც ერთად არის შეკრული. ერთად ჩვენ ვართ ნატო. ალიანსის დახმარებით, ჩვენ სიამაყით ვიხედებით წარსულში და რწმენით ვუყურებთ მომავალს. გისურვებთ ყველას ბედნიერ და მშვიდობიან ახალ წელს“, – ნათქვამია ვიდეორგოლში.