იტალიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა იტალიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა />


  11:29:00     29-12-2017

იტალიის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

a74832.jpg

იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ ქვეყნის პარლამენტი დაითხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის კანცელარიამ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოაქვეყნა.

პარლამენტის დათხოვნის მიზეზი მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვა გახდა.

„პარლამენტის დათხოვნა არ გამოიწვევს იტალიის მთავრობის გადადგომას. პარლამენტის დათხოვნას ტექნიკური ხასიათი აქვს“-აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ იტალიის პრეზიდენტმა ასევე მოაწერა ხელი განკარგულებას საპარლამენტო არჩევნების 2018 წლის 4 მარტს ჩატარების თაობაზე.
0

ავტორი: