23:39:08     28-12-2017
ქეთევან ქარდავა: ახალი წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიურო დაიხურება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიუროს ჟურნალისტმა ქეთევან ქარდავამ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა, სადაც ის წერს რომ ახალი წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიურო დაიხურება.
ქარდავას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„სიახლე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ჩემს ერთგულ მაყურებელს , ვისგანაც ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას შევატყობინო ეს ახალი ამბავი. არხის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 1 თებერვლიდან საზ. მაუწყებლის ევროპის ბიურო იხურება. მიზეზად მენეჯმენტი ფინანსებს ასახელებს. არხის ხელძღვანელობა ფიქრობს, რომ თბილისიდან უფრო იაფია და ნაკლებ ხარჯებთან არის დაკავშირებული ევროპაში ნატოზე და ევროკავშირზე სიუჟეტების მომზადება, ვიზიტების გაშუქება, ვიდრე ევროპის პოლიტიკური ცენტრიდან ევროპის სხვა ქალაქებში გადასვლა. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს“, - წერს ქარდავა.
0