პანკისში დაკავებულ 3 პირს წინასწარი  პატიმრობა შეეფარდა პანკისში დაკავებულ 3 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა />


  18:06:56     28-12-2017

პანკისში დაკავებულ 3 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

a74810.jpg

ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერაში ბრალდებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროცესს მხოლოდ ბრალდებულების - რუსლან ალდამოვის, ბადურ ჩოფანაშვილის და რამაზ მარგოშვილის ახლობლები და ოჯახის წევრები დაასწრეს.

პროცესი ღია მხოლოდ შუამდგომლობის განხილვის ეტაპზე იყო. მოსამართლემ სხდომა მას შემდეგ დახურა, რაც პროკურატურის შუამდგომლობა, სასამართლო განხილვების დახურულ რეჟიმში წარმართვასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.


როგორც ცნობილია, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი დაკავებულის, ზურაბ გორნაკაშვილი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გაიმართა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
0

ავტორი: