14:56:53     28-12-2017
თურქეთში უცნობმა პირმა სკოლის მიმართულებით ცეცხლი გახსნა
თურქეთში უცნობმა პირმა სკოლის მიმართულებით ცეცხი გახსნა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 5 ბავშვია.
გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა გადაჭრილი თოფიდან ცეცხლი გაუხსნა სკოლის ტერიტორიაზე მოთამაშე მოსწავლეებს. დაჭრილთა სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
თურქული პოლიცია დამნაშავეს ეძებს.