ხორავას ქუჩაზე სისხლიან გარჩევაში მონაწილე 2 არასრულწლოვანს გამოძიებამ ბრალი დაუზუსტა ხორავას ქუჩაზე სისხლიან გარჩევაში მონაწილე 2 არასრულწლოვანს გამოძიებამ ბრალი დაუზუსტა />


  13:06:01     28-12-2017

ხორავას ქუჩაზე სისხლიან გარჩევაში მონაწილე 2 არასრულწლოვანს გამოძიებამ ბრალი დაუზუსტა

a74795.jpg

ხორავას ქუჩაზე სისხლიან გარჩევაში მონაწილე 2 არასრულწლოვანს გამოძიებამ ბრალი დაუზუსტა. 

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულმა 2 პირმა დანაშაული ჯგუფურად ჩაიდინა და მათ გაზრახ მკვლელობის მიზნით ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს გარჩევის ორ სხვა მონაწილეს, რომელთაგან ორივე გარდაიცვალა. 

„დაკავებულ არასრულწლოვნებს გ.ბ-ს და გ.ჯ-ს თავდაპირველად ბრალდება საქართველოს სისხლის  სამართლის  კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, ხოლო გამოძიების მიერ მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე 2017 წლის 27 დეკემბერს ბრალდებულებს ბრალი დაუზუსტდათ. გ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის  სამართლის  კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით  და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ასევე ორი ან მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო გ.ჯ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 0

ავტორი: