სერგი კაპანაძე: სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები დაისვა სერგი კაპანაძე: სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები დაისვა />


  17:29:07     27-12-2017

სერგი კაპანაძე: სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები დაისვა

a74772.jpg

სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

არსებული ინფორმაციით,  საქმეზე ძიება 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

პროკურატურის ცნობით, ამჟამად ტარდება ყველა გადაუდებელი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.

„პრესა.ჯი“ პარლამენტის ვიცე-სპიკერ სერგი კაპანაძეს ესაუბრა:

- პანკისში, გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის თემა აქტუალური გახდა იმ კუთხით, რომ ხმამაღლა დაიწყო საუბარი სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე. ამის შესახებ ხმამაღალი მინიშნება გააკეთა ახლად დანიშნულმა სახალხო დამცველმაც. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?


-სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ნამდვილად გაჩნდა კითხვები, რომელსაც უმოკლეს ვადაში უნდა გაეცეს პასუხები. რამდენად საჭირო იყო ძალის ისე გამოყენება, როგორც ეს მოხდა? ამ წუთში მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში იმყოფება, დროულად გამოჯანმრთელდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები დაისვა. ასეთი ტიპის სპეცოპერაციების დროს, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია პარლამენტის საზედამხედველო როლი, რომელიც სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებამ, პრაქტიკულად მთლიანად გააუქმა. ჩვენ სპარლამენტო დისკუსიის ფარგლებში, პრაქტიკულად არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ სპეცოპერაცია იქნება თუ სხვა ტიპის ღონისძიებები, მასზე კონტროლი განვახორციელოთ.

-საპარლამენტო უმრავლესობაში მომხდარი გადაჯგუფების შესახებ, არსებობს მოსაზრება, რომ "ქართული ოცნების" შიგნით გია გაჩეჩილაძისა და ტარიელ ხეჩიკაშვილის თანაგუნდელები ცალცალკე ფრაქციებში გაერთიანდნენ. თქვენც დაპირისპირებას უკავშირებთ უმრავლესობის შიგნით ახალი ფრაქციების შექმნას? 

-ჩემი შეფასებით, რა თქმა უნდა, გარკვეული დაძაბულობა იგრძნობა მმართველ გუნდში. განსაკუთრებით, ბოლოს, პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მოსვლას და უმცირესობასთან გამართულ დისკუსიას აშკარად დაეტყო გარკვეული გაღიზიანება და შიდა პრობლემები, თუმცა ეს ჩემი სასპეკულაციო თემა არ არის. ახალი ფრაქციების შექმნის საკითხი, ყველაზე მთავარს, რასაც აჩვენებს, ის არის, რომ ისინი ტრადიციულად უყაირათოდ უყურებენ სახელმწიფო ფინანსებს და პრობლემას ვერ ხედავენ, როცა იზრდება ჩინოვნიკების დაფინანსების ხარჯები. ეს ყველა ფეხის ნაბიჯზე ჩანს, თუნდაც საკრებულოების შემთხვევაში, როცა ახალი თანამდებობის პირები შეკრიბეს და როდესაც ამ წლების განმავლობაში ბიუროკრატიის ხარჯების შემცირებაზე არ ზრუნავენ. 0

ავტორი: