ტემირლან მაჩალიკაშვილის მამა: თურქეთში ჩემი შვილი თხილის დასაკრეფად იყო წასული ტემირლან მაჩალიკაშვილის მამა: თურქეთში ჩემი შვილი თხილის დასაკრეფად იყო წასული />


  16:59:30     27-12-2017

ტემირლან მაჩალიკაშვილის მამა: თურქეთში ჩემი შვილი თხილის დასაკრეფად იყო წასული

a74771.jpg

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრილი ტემრილან მაჩალიკაშვილის მამამ კომენტარი გააკეთა. კერძოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილი მომხდარის დეტალებს ყვება:

„სამართალდამცავებმა კარების ჩამტვრევისთანავე ესროლეს ჩემს შვილს. ამის შემდეგ გარეთ დაგვაწვინეს და არ მოგვცეს მისი ნახვის საშუალება. ჩაგვკეტეს ოთახებში და არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. დაჭრის შემდეგ ერთ საათში გადაგვიყვანეს საავადმყოფოში. ჩემს სახლში გასაჩხრეკი არაფერი ყოფილა, არასდროს გვქონია იარაღი, ხოლო ხელყუმბარა ჩადებულია. როგორ წარმოგიდგენიათ, ბალიშის ქვეშ ამოიდებდა ვინმე ხელყუმბარას?! 

რაც შეეხება მისი თურქეთში ყოფნის მიზეზს, მე თვითონ წავიყვანე თურქეთში ჩემი შვილი თხილის დასაკრეფად. ჩემი შვილი 19 წლისაა, ახმედ ჩატაევს საიდან უნდა იცნობდეს?! თუ ჩემი შვილი იყო ეჭვმიტანილი, ან სადმე დაებარებინათ, ან სადმე აეყვანათ, ჩემთვის ეთქვათ და მე თვითონ მივიყვანდი, 18 წლის ბავშვს საწოლში ესროლეს. ეს ხდება თქვენთან, საქართველოში, სხვაგან ასეთი რამ არ ხდება. ამ პლანეტაზე თუ სადმე არსებობს სამართალი, ყველაფერს მივმართავ. რატომ გაწირეს ჩემი შვილი?!“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

0

ავტორი: