12:53:10     27-12-2017
თურქეთში "ისლამურ სახელმწიფოსთან" თანამშრომლობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი დააკავეს
თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სპეცოპრაცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ტრაბზონის პროვინციაში საქართველოს ორი მოქალაქე, ცოლ-ქმარი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ვარცელებს.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ. დაკავებულების საცხოვრებელის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა „ისლამური სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაცია ამოიღეს.
0
ავტორი: