12:35:17     27-12-2017
ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს
ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს.
საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც ძირითადად პოლიტიკოსების, სპორტსმენებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებისგან შედგებოდა, გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა.
შეხვედრის დაწყებამდე ნაჩვენები იქნა ოლივერ სტოუნის ფილმი „პუტინი“, ასევე ალექსეი პიმანოვის მიერ გადაღებული სურათი, „ყირიმი“.
თავად რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი მომხრეების თავშეყრას არ დასწრებია.
პუტინი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს დამოუკიდებლად, პარტიული წარდგენის გარეშე იყრის.რუსეთის პირველი პირის პოსტი ვლადიმერ პუტინმა პირველად 2000 წელს დაიკავა.
0