08:23:18     27-12-2017
ომბუდსმენს დუისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და ახალგაზრდის დაჭრასთან დაკავშირებით კითხვები აქვს

სოფელ დუისში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და ახალგაზრდის დაჭრასთან დაკავშირებით კითხვები აქვს სახალხო დამცველს.
ოჯახის წევრებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გამო, ნინო ლომჯარია მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ოპერატიულად გამოიძიოს აღნიშნული შემთხვევა, დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი სამართალდამცველთა მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებას.
„მნიშვნელოვანია, პროკურატურამ მოახდინოს გამოძიება, ნამდვილად იყო თუ არა პროპორციული ძალის გამოყენება სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების მხრიდან და ადგილი ხომ არ ქონდა უფლებამოსილების გადამეტებას“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.
0