17:20:46     26-12-2017
"ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი ორი ფრაქციის ფორმირება ვერ მოხერხდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდებიან, სადაც საუბრის თემა სავარაუდოდ ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი ორი ფრაქციის ფორმირების საკითხია.
ამ დრომდე დეპუტატები ვერ აკონკრეტებენ ვის რომელ ფრაქციაში მოუწევს ყოფნა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომა უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ხვალისთვის გადაიდო გადაიდო.
ახალ ფრაქციებთან დაკავშირებით ბიძინა გეგიძე და გოჩა ენუქიძე გუშინ მთელი დღის განმავლობაში უმრავლესობის ლიდერებთან კონსულტაციებს გადიოდნენ, თუმცა დეტალები არ კონკრეტდება. „ფრაქციების თაობაზე შედგა კონსულტაციები, უახლოეს ხანებში დაელოდეთ, მოხდება ფრაქციების რეგისტრაცია და რეგისტრაციის გავლის შემდგომ, მიიღებთ ფრაქციების თაობაზე ყველა დანარჩენ ინფორმაციას,“ - განაცხადა მმართველი გუნდის წევრი ბიძინა გეგიძემ.
0