"გერმანიას უკრაინა და თურქეთი ევროკავშირის წევრად ვერ წარმოუდგენია" "გერმანიას უკრაინა და თურქეთი ევროკავშირის წევრად ვერ წარმოუდგენია" /> "/> " />


  11:12:37     26-12-2017

"გერმანიას უკრაინა და თურქეთი ევროკავშირის წევრად ვერ წარმოუდგენია"

a74720.jpg

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა და თურქეთი ევროკავშირში ვერ შევლენ.

საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობას ეძებს.

„ჩვენ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ალტერნატიული ფორმები უნდა მოვძებნოთ,“- აღნიშნა მან.

ამის მაგალითად Brexit-ის შემდეგ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობა მოიყვანა, რომელზეც ლონდონსა და ბრიუსელში მუშაობენ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გერმანიამ და თურქეთმა საბაჟო კავშირის უფრო მჭიდრო ფორმები უნდა გამონახონ. მისივე თქმით, ეს მხოლოდ თურქეთში სიტუაციის შეცვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. მას თურქეთი და უკრაინა, ევროკავშირის წევრად, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ წარმოუდგენია.

შეგახსებეთ, რომ ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა რამდენიმე დღის წინ გნაცხადა, რომ მისი ქვეყანა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა უახლოეს 20-25 წელიწადში უკრაინის ევროგაერთიანებაში შესვლის პერსპექტივას ვერ ხედავს. 0

ავტორი: