აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი  ავღანეთს დაუგეგმავად ეწვია აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ავღანეთს დაუგეგმავად ეწვია />


  10:57:55     22-12-2017

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ავღანეთს დაუგეგმავად ეწვია

a74646.jpg

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ავღანეთს დაუგეგმავად ეწვია.

პენსმა ამერიკელი სამხედროები მოინახულა და განაცხადა, რომ ისინი ავღანეთში მანამდე დარჩებიან, ვიდრე ტერორიზმის საფრთხე ბოლომდე არ აღმოიფხვრება. მედიის ცნობით, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ავღანეთის მთავრობის წევრებსაც შეხვდა.

აგვისტოში დონალდ ტრამპმა ავღანეთში აშშ-ის სამოქმედო გეგმის ახალი სტრატეგიის შესახებ განაცხადა. მან არ გააჟღერა ამ სტრატეგიის საომარი ასპექტები, თუმცა აღნიშნა, რომ ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო შენაერთების გამოყვანის პროცესი სწრაფად არ წარიმართებოდა. ავღანეთში ამ დროისთვის 14 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.

0

ავტორი: