06:18:27     22-12-2017
გერმანიაში ორი ქართველი ტურისტი დააკავეს
გერმანული გამოცემა Badenertagbplatt-ი კრიმინალურ საქმიანობაში ბრალდებული ორი ქართველი ტურისტის დაკავების შესახებ იუწყება.
გამოცემის ცნობით, პოლიციამ ბადენის რაიონში ავტომაგისტრალზე მოძრავი ავტომობილი გააჩერა. სამართალდამცველების თქმით, მანქანაში 38 და 41 წლის მამაკაცები ისხდნენ. ავტომობილს საფრანგეთის სანომრე ნიშნები ჰქონდა. მამაკაცების ვინაობის დადგენის შემდეგ გაირკვა, რომ ერთ-ერთზე ძარცვის ბრალდებით ძებნა იყო გამოცხადებული.
პოლიციაში ამბობენ, რომ ორივე დაკავებული საზღვარგარეთ ჩადენილ ქურდობაშია მხილებული. მანქანაში აღმოაჩინეს ნაძარცვი ნივთები და სხვადასხვა ხელსაწყო. ასევე, ამოღებულია მცირე ოდენობით ნარკოტიკი. ერთ-ერთი დაკავებული ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ორივე დაკავებული იზოლატორშია გადაყვანილი.
0