10:14:29     21-12-2017
ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთის მკვიდრი, 52 წლის ქალი დააკავეს
მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზიდან. რუსმა სამხედროებმა სოფელ ხურვალეთის მკვიდრი, 52 წლის ქალი დააკავეს.
ლალი ხაჩირაშვილს სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან. თანასოფლელების ინფორმაციით, გატაცებული საკუთარ ნაკვეთში საქონლის გადმოსარეკად იყო წასული.
სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, მისი ძებნა მეუღლემ დაიწყო, გაირკვა, რომ ლალი ხაჩირაშვილი რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფება. ოჯახი გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შიშობს.
0