ევროკავშირი უკრაინისგან კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს აღდგენას  მოითხოვს ევროკავშირი უკრაინისგან კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს აღდგენას მოითხოვს />


  19:27:51     20-12-2017

ევროკავშირი უკრაინისგან კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს აღდგენას მოითხოვს

a74582.jpg

ევროკომისიამ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც უკრაინასთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების პირობები დაასახელა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინა სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმებს ასრულებს, თუმცა კიევმა მთელ რიგ საკითხებს უნდა მიაქციოს ყურადღება.

ევროკავშირი ასევე უკრაინისგან კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს აღდგენას და ანტიკორუფციული სასამართლოს შესაქმნელად რეფორმირების გზაზე დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ითხოვს.

გარდა ამისა, ევროკავშირმა უკრაინისგან მოითხოვა ანტიკორუფციული კამპანიის აქტივისტების შემოსავლების ელექტრონულ დეკლარაციასთან დაკავშირებული ცვლილებები გააუქმოს და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა გააძლიეროს.

0

ავტორი: