10:46:59     23-05-2011
საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის განცხადება
სსიპ საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია აცხადებს კონკურსს სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:
ტექნიკურ მეცნიერებათა სკოლა
გზებისა და აეროდრომების მშენებლობის მიმართულება:
სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულება:
სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ბიზნესისა და მართვის სკოლა
ზოგადი მენეჯმენტი:
სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ლოჯისტიკა და ექსპედირება:
სრული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
ასოცირებული პროფესორი – 2 საშტატო ერთეული
ასისტენტ პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა თავდაცვის აკადემიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (cv), აკადემიის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული, აკადემიური თანამდებობის მაძიებლის ანკეტის მიხედვით;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტები) ასლი / დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასისტენტ პროფესორის შემთხვევაში);
ე) აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი, არანაკლებ სამი სასწავლო კურსის სილაბუსი აკადემიის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული სილაბუსის ფორმის მიხედვით;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს (ასისტენტ პროფესორისთვის სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენა სავალდებულო არ არის);
თ) სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობს დასაკავებლად არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიურიმუშაობისდამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობს დასაკავებლად არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
კონკურსი ცხადდება 2011 წლის 20 მაისს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადაა 2011 წლის 21 ივნისიდან 2011 წლის 5 ივლისის ჩათვლით, კონკურსის შედეგები გამოცხადდება 5 აგვისტოს.
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, უზნაძის ქ. N 117ა, საკონტროლო–გასაშვები პუნქტი N 3.
საკონკურსო დოკუმენტები წარმოდგენილ უნდა იქნას აგრეთვე ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: [email protected]. სამეცნიერო ნაშრომის ელექტრონული ფორმით წარმოდგენა სავალდებულო არ არის.
თანდართული დოკუმენტები იხ. აქ:
http://mod.gov.ge/index.php?page=77&lang=0&type=1&Id=1009
0