უკრაინის შესახებ გაეროს რეზოლუციაში რუსეთს ოკუპანტი უწოდეს უკრაინის შესახებ გაეროს რეზოლუციაში რუსეთს ოკუპანტი უწოდეს />


  10:20:22     20-12-2017

უკრაინის შესახებ გაეროს რეზოლუციაში რუსეთს ოკუპანტი უწოდეს

a74556.jpg

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ყირიმში რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის და რუსეთის იურისდიქციის უკანონოდ გავრცელების ფაქტები განიხილება.

დოკუმენტში აღნიშნულია, "რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიის - ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის - დროებითი ოკუპაციის" არაღიარებისა და დაგმობის საკითხი.

რეზოლუციას მხარი 70-მა ქვეყანამ დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 26 ქვეყანა, 76-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა.

0

ავტორი: