16:20:46     19-12-2017
რუსეთში სამგზავრო თვითმფრინავი დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა
რუსეთის ქალაქ ნარიან-მარში „ან-2-ის“ ტიპის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 15 ადამიანიდან ოთხი დაიღუპა. ცხრა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვია. უკვე დაწყებულია გამოძიება საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევის მუხლით.
გავცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი დაშვების დროს დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა.