12:33:45     19-12-2017
ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეას კიბერ თავდასხმაში ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეას კიბერ თავდასხმაში ადანაშაულებს.
აშშ-ის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ფხენიანმა ვირუსული პროგრამა WannaCry გამოიყენა, რომელმაც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ზარალი საავადმყოფოებს, ბიზნეს ობიექტებსა და ბანკებს მიაყენა.
გავრცელებული ცნობით, ჩრდილოეთ კორეიდან გაშვებულმა კომპიუტერულმა ვირუსმა 300 ათასზე მეტ კომპიუტერს მიაყენა დარტყმა, ზარალმა კი რამდენიმე მილიარდი დოლარი შეადგინა.
ვაშინგტონში ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ ვირუსული პროგრამა წლის დასაწყისში გაუშვა.
0