ნიკი ჰეილი- ვერავინ ვერ უკარნახებს აშშ-ს თუ სად განათავსოს თავისი საელჩო ნიკი ჰეილი- ვერავინ ვერ უკარნახებს აშშ-ს თუ სად განათავსოს თავისი საელჩო />


  11:51:20     19-12-2017

ნიკი ჰეილი- ვერავინ ვერ უკარნახებს აშშ-ს თუ სად განათავსოს თავისი საელჩო

a74521.jpg

გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ უკარნახებს აშშ-ს სად განათავსოს თავისი საელჩო.

მან სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაიცვა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და ისრაელში აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის თაობაზე.

„ვერავინ ვერ უკარნახებს აშშ-ს თუ სად განათავსოს თავისი საელჩო. აშშ-ს თავისი სუვერენიტეტის დაცვა მოუწია მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ თუ სად განვათავსოთ ჩვენი საელჩო. დღეს, იმის გამო, რომ ვაღიარეთ ის ჭეშმარიტება, რომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია, ჩვენ მშვიდობის პროცესისისთვის ზიანის მიყენებაში გვადანაშაულებენ“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 14-მა წევრმა მხარი დაუჭირა ეგვიპტის მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას, სადაც პირდაპირ არ იყო ნახსენები აშშ და ტრამპი, მაგრამ გამოხატული იყო „დიდი მწუხარება ბოლო დროს იერუსალიმის სტატუსზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით“.

0

ავტორი: