14:04:11     14-12-2017
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი საავადმყოფოში გადაიყვანეს
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ამჟამად სენატორი მაკკეინი კიბოს თერაპიის გვერდითი მოვლენების ნეიტრალიზაციის მიზნით ვალტერ რიდის სამედიცინო ცენტრში მკურნალობას გადის.როგორც ყოველთვის, ის მადლობას უხდის ექიმებს მათი მუშაობისთვის, მეგობრებს და მხარდამჭერებს კი - კეთილი სურვილებისთვის. სენატორი მაკკეინი მოუთმენლად ელის სამსახურში დაბრუნებას რაც შეიძლება მოკლე დროში“, - ნათქვამია სენატორის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯონ მაკკეინს ტვინის კიბოს დიაგნოზი ივლისის ბოოლოს დაუსვეს. 80 წლის ამერიკელ სენატორს ქირურგებმა მარცხენა თვალთან შედედებული სისხლი ამოუღეს. პროცედურის შემდეგ ქსოვილების ანალიზმა აჩვენა, რომ წარმონაქმნის პირველწყარო გლიობლასტომაა. შედედებული სისხლი მაკკეინს იმ ადგილთან ახლოს აღმოუჩინეს, სადაც მას 2000 წელს მელანომა, ანუ კანის კიბო ჰქონდა. სულ პოლიტიკოსს სამი მელანომა ამოკვეთეს 1993, 2000 და 2003 წლებში და სამივე ნულოვან სტადიაზე იყო.