10:58:50     14-12-2017
რას აცხადებს საქართველოს გენერალური საკონსულო სტამბოლში ქართველი ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით?
სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში აცხადებენ, რომ გუშინ მოკლული ქართველის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. მათივე ცნობით, გენერალურ საკონსულოს პოლიციასთან კომუნიკაცია აქვს.
"სტამბოლში, ბუიუქჩექმეჯეს რაიონში მოხდა მკვლელობა. კერძო სახლში მცხოვრები თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქე, მოკლულ იქნენ ბლაგვი საგნის ჩარტყმით. საქართველოს მოქალაქის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში. გენერალურ საკონსულოს აქვს კომუნიკაცია პოლიციასთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. ველოდებით ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შედეგებსა და ოფიციალურ შეტყობინებას",- აცხადებენ საკონსულოში.
სტამბოლში, ბუიუქჩექმეჯეს რაიონში საქართველოს მოქალაქე 13 დეკემბერს მოკლეს. ქალი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული.
0