"ტრამპს სურს იერუსალიმი ისრაელს აჩუქოს, მაგრამ ყველა ქვეყანა მის წინააღმდეგაა" "ტრამპს სურს იერუსალიმი ისრაელს აჩუქოს, მაგრამ ყველა ქვეყანა მის წინააღმდეგაა" /> "/> " />


  13:38:05     13-12-2017

"ტრამპს სურს იერუსალიმი ისრაელს აჩუქოს, მაგრამ ყველა ქვეყანა მის წინააღმდეგაა"

a74372.jpg

აშშ-ს არ აქვს უფლება, ცალსახად მიიღოს გადაწყვეტილება ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების შესახებ. განცხადება პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა გააკეთა. მისივე თქმით, ტრამპის გადაწყვეტილების წინააღმდეგ მთელი მსოფლიო გამოდის.

„ტრამპს სურს იერუსალიმი ისრაელს აჩუქოს, თითქოს ის ერთადერთია მსოფლიოში, ვისაც გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია და ვის სიტყვასაც წონა აქვს. ყველა ქვეყანა, იაპონიიდან დაწყებული, კანადით დამთავრებული, აშშ-ს პარტნიორი ქვეყნებიც კი მისი გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდიან,“-განაცხადა აბასმა სტამბოლში მიმდინარე ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე გამოსვლისას.
0

ავტორი: