13:35:27     13-12-2017
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში ხალხი უმალ გამათავისუფლებდა

საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში ხალხი უმალ გამათავისუფლებდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ხელისუფლებას საქართველოსთან ჩუმად მოლაპარაკება და ჩემი ექსტრადირება უნდოდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებასაც გაუჩნდებოდა პრობლემები. ხალხი მე უმალ გამათავისუფლებდა და მე პოროშენკოსთვის ათჯერ უფრო დიდი პოლიტიკური რისკ-ფაქტორი გავხდებოდი. მე არ მაქვს იარაღი, არ მყავს „ბოევიკები“, ვინმეზე თავდასხმას არ ვაპირებ. პოროშენკოსთვის ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ის ვერ გაუმკლავდა ერთ ადამიანს, რომელსაც არ აქვს იარაღი, თანამდებობა ან ფული. მინდა აღვნიშნო, რომ მე და ჩემს ოჯახს ფული საერთოდ აღარ გვაქვს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს.
„მე არ ვიცნობ სერგეი კურჩენკოს. არ ვიცნობდი, არასდროს მსურდა მასთან ლაპარაკი და არც დავლაპარაკებივარ. ეს საუბრები მე არ მახსოვს, ეს საუბრები არ ყოფილა. მაგრამ რომც დავუჯეროთ პროკურატურას და მათ მიერ ყურით მოთრეულ ჩანაწერებს, სად არის სისხლის სამართლის საქმე? კონკრეტულად რაში მადანაშაულებენ? სად არის იმ საუბრებში ძალადობისკენ ან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება? სად არის ფული? სად არის ფაქტები? სად არის მტკიცებულებები და დანაშაულის ნიშნები?“ - განაცხადა სააკაშვილმა.
0